პროფესია – ტრეიდერი – FXgroup – საბროკერო კომპანია | ფორექსი

პროფესია - ტრეიდერი

სიტყვა „trader“ ინგლისურია და ნიშნავს „ვაჭარს“.  ტრეიდერი – არის პიროვნება, რომელიც მოგების მიღების მიზნით ვაჭრობს ფინანსური ინსტრუმენტებით (ფორექსის შემთხვევაში ვალუტით).

ყოველწლიურად ტრეიდერის პროფესიას უერთდება ათეულობით ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ორი ათეული წლის წინ ტრეიდინგის სფეროში მოღვაწეობა ერთეულების ხვედრი იყო. ამჟამად ტრეიდერი შეუძლია გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კომპიუტერთან ურთიერთობის უნარჩვევები და შესაბამისი ინტელექტი გააჩნია.

პროფესიის პოპულარობა გამოწვეულია მაღალი შემოსავლის მიღების  შესაძლებლობით,  რაც მხოლოდ  კარგად მომზადებულ ტრეიდერებს შეუძლიათ. სწორი და მიზანმიმართული ვაჭრობის შედეგად, სავაჭრო პოზიციების საშუალო შემოსავლიანობამ შესაძლებელია 100%-ს გადააჭარბოს.

ტრეიდერები თავიანთ სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ სპეციალიზირებულ პროგრამაში – სავაჭრო ტერმინალში.  ამ პროგრამით მუშაობა შესაძლებელია კვირის 5 სამუშაო დღეს 24 საათის მანძილზე  დღე-ღამის განმავლობაში.

ტრეიდერისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  • სწორი ანალიზი
  • ბაზრის ფსიქოლოგია
  • თანხის სწორი მართვა
  • რისკების კონტროლი
  • ტექნიკური ანალიზი
  • ფუნდამენრალური ანალიზი
  • სავაჭრო ინდიკატორი