ფორექსი მსოფლიოში – FXgroup – საბროკერო კომპანია | ფორექსი

ფორექსი მსოფლიოში

ბირჟის ისტორია

ბირჟამ თავისი განვითარების გზაზე მრავალი ეტაპი გაიარა. ყველაფერი დაიწყო მევაჭრეობით, როდესაც საქონელი გასაყიდათ გადაჰქონდათ სხვა ქვეყნებში.  იმ შორეულ წარსულში ხალხი იკრიბებოდა მხოლოდ ყოველწლიურ ბაზრობებზე სადაც ხდებოდა ბითუმი ვაჭრობა. დროთა განმავლობაში დაიხვეწა და განვითარდა ვაჭრობის სფერო, რის საფუძველზეც რიგ ქვეყნებში გაჩნდა ყოველდღიური ვაჭრობის აუცილებლობა.

თანდათან ვაჭრობამ ქუჩის ბაზრის ტერიტორიებიდან გადაინაცვლა შეძლებულ ვაჭართა მიერ იჯარით აღებულ შენობებში, სწორედ ამ შენობებს დაერქვა შემდგომში სახელი – ბირჟა.

ამ დროისათვის ხდება საბირჟო ვაჭრობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბება, სწორედ ამ სავაჭრო ბირჟის მემკვიდრედ ითვლება დღევანდელი სავაჭრო ბირჟა, სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ურთიერთობის ყველა ეტაბი.

კომპიუტერიზაციის ეპოქამდე, გარიგებებზე მხარეთა შეთანხმება ზეპირ ხასიათს ატარებდა. დღეს კი ვაჭრობა ელექტრონულია და გამოიყენება სპეციალიზირებული პროგრამები.

ბირჟის ტიპები

სავაჭრო აქტივებდან (ინსტრუმენტები) გამომდინარე ბირჟები შეიძლება დაიყოს:

safondo
  • საფონდო ბირჟა

წარმოადგენს ორგანიზებულ ბაზარს, რომელიც მისი წვერი ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით უზრუნველყოფს სავაჭრო სისტემაში დაშვებულ ფასიან ქაღალდებზე ვაჭრობასა და დადებული გარიგებების შესრულების ორგანიზებას დადგენილი წესებითა და პროცედურების შესაბამისად.

savaluto
  • სავალუტო ბირჟა

ჩამოყალიბდა 1971 წელს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა ბრეტონ ვუდის შემდეგ ვალუტის ფიქსირებული კურსიდან მცოცავზე გადავიდა. ვაჭრობა მიმდინარეობს სავალუტო წყვილების მეშვეობით.

sasaqonlo
  • სასაქონლო ბირჟა

წარმოადგენილია სოფლის მეურნეობის პოდუქციით და ენერგომატარებლებით, ასევე სხვა ტიპის მასობრივი მოხმარების საქონლებით ვაჭრობისათვის.  სასაქონლო ბირჟებს უკავიათ განსაკუთრებული ადგილი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში. მათი მეშვეობით ხდება საქონელზე საბაზრო ფასის წარმოქმნა.

bitcoin
  • კრიპტოვალუტები

თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ფული  მზარდი ტემპით განვითარებამ დიდი მოთხოვნა გააჩინა კრიპტოვალუტების ბაზრის ჩამოყალიბებაზე. ელექტრონული სავაჭრო პლათფორმის საშუალებით ნებისმიერ პირს  შესაძლებლობა ეძლევა იყიდონ და გაყიდონ სხვადასხვა კრიპტოვალუტები და ამით ნახონ ფინანსური სარგებელი.

ფორექსი – ონლაინ ვაჭრობა

ფორექსი არის ბანკთაშორისი, გარე-საბირჟო ბაზარი, რომელიც ჩამოყალიბდა 1971 წელს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა ბრეტონ ვუდის ხელშეკრულების შემდეგ ვალუტის ფიქსირებული კურსიდან მცოცავზე გადავიდა. Forex-ის (იგივე FX) მთავარი პრინციპია ერთი ვალუტის გაცვლა მეორეზე, თავისუფალი, ფორმირებული კურსით. ამასთან ერთი ვალუტის კურსი, რომელიც დამოკიდებულია მეორეზე, ძალიან მარტივად განისაზღვრება  მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე.

სავალუტო ბაზარი ორი მთავარი კომპონენტისაგან შედგება: საბირჟო ვაჭრობის ბაზარი და გარე საბირჟო სავალუტო ბაზარი, რომელიც ფაქტობრივად არის დილერთაშორისი და ბანკთაშორისი. ზუსტად მასზე მოდის მთავარი ოპერაციის მოცულობა, რომელიც Forex-ზე ხორციელდება.

ეს ბაზარი მოცულობით ყველა დანარჩენს აჭარბებს. Forex-ის ყოველდღიური სამუშაო მოცულობა დღეში 8-10 ტრილიონი დოლარით ფასდება

Forex არ წარმოადგენს ტრადიციულ ბაზარს. მას არ გააჩნია კონკრეტული ადგილმდებარეობა. ონლაინ პლათფორმის საშუალებით შესაძლებელია ვაჭრობა მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე. სავაჭრო პლათფორმა MetaTrader4-ის საშუალებით შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დროის ნებისმიერ წამს განვახორციელოთ ოპერაციები, ვიყიდოთ ან გავყიდოთ სხვადასხვა ძვირადღირებული პროდუქდები (ოქრო, ვერცხლი, ნავთობი, სავალუტო წყვილები და ა.შ.).

ბაზრის მონაწილეების თითქმის 95% გადასულია ონლაინ ვაჭრობაზე, რადგან ეს იქცა უფრო მოსახერხებელ და კომფორტულ საშუალებად, ვიდრე ვაჭრობის უწინდელი მეთოდები.

ფორექსის ბაზრის ძირითადი მონაწილეები:

  • ცენტრალური ბანკები
  • კომერციული ბანკები
  • საინვესტიციო კომპანიები
  • სადილინგო ცენტრები
  • საბროკერო კომპანიები
  • ფიზიკური პირები